სინოდის დღევანდელ სხდომაზე მეუფე იაკობს გაფრთხილება მისცეს. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ, მეუფე საბამ განაცხადა. სინოდის წევრები საპატრიარქოში სოწრედ მეუფე იაკობის მიერ, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ, რომლის თანახმადაც გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის ჩამოშორებაზე "ეჩალიჩებოდნენ." მეუფემ ამ კონტექსში მეუფე პეტრეც მოიხსენია და აღნიშნა, რომ პატრიარქის ჩამოშორებას დამოუკიდებლად ცდილობდნენ დეკანოზი გიორგი მამალაძე და მეუფე პეტრე.
„მეუფე იაკობმა ითხოვა შენდობა სინოდის წინაშე და მას მიეცა გაფრთხილება. მეუფე იაკობი რჩება ეპარქიის მმართველად,“ - განაცხადა მეუფე საბამ.