გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ მეუფე საბამ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული მომავალმა სინოდმა მეუფე პეტრე ცაავა განკვეთოს
„მეუფე პეტრეს ბრალდება ჩვენთვის შოკი იყო. თუ ის გააგრძელებს ამ საკითხზე საუბარს და მე ვილოცებ, რომ სინანული გამოხატოს. ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დამთავრებული თუ არადა, ალბათ, მომავალი სინოდი მის შესახებ უფრო მკაცრ ზომას მიიღებს, შესაძლებელია განკვეთაც," - განაცხადა მეუფე საბამ.
შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.