logo
ENG



მეუფე სპირიდონი: მოვისმინე, რომ რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას, ასე აკეთებდა გიტლერი

17 აგვ 202214:49
3 წუთის საკითხავი
 
მეუფე სპირიდონი: მოვისმინე, რომ რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას, ასე აკეთებდა გიტლერი

მე მინდა გითხრათ ძალიან უსიამოვნო ინციდენტის შესახებ. მოვისმინე სოციალურ ქსელებში, რომ ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას, სლავებს, რუს ტურისტებს. ახლა რა უნდა ვთქვათ, არაფერში არ წერია ეს. ჯერ ერთი სტუმარ-მასპინძელი ხომ მაინც წაგიკითხავთ ვაჟა-ფშაველასი, მერე მეორე - პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერ არის ინსპირირებული. იქიდან მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა და მათმა ხელმძღვანელობამ, რომ რუსი კარგი ტურისტებიო, ძალიან უხეშად მოეპყარით და გამოდევნეთ თქვენ-თქვენი ქვეყნიდანო.

რა შეიძლება ამაზე ვთქვა, ასე აკეთებდა გიტლერი - ადოლფ გიტლერი, საწყალ ებრაელებს დევნიდა, სადაც ნახავდა ხოცავდა ყველას. მაღაზიებში, სასადილოებში, რესტორნებში, თავშეყრის ადგილებში არ უშვებდა. რა ჰქვია ამას? ეს იყო საშინელი დევნა ებრაელი ხალხის მიმართ, ახლა თქვენ აკეთებთ ამას რუსი ტურისტების მიმართ. ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა


close დახურვა