logo
ENG



მეუღლეს დაემუქრა და იარაღიდან გაისროლა - ცინარიძეს ბრალი წარედგინა

29 აპრ 202019:19
3 წუთის საკითხავი
 
mimv8bxpcf3dhy5.jpg

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსს დავით ცინარიძეს ბრალი წარედგინა, ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.   

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის  გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრა,  რა დროსაც  ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. 

სამართალდამცველებმა  დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.  
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი  მტკიცებულებები, დაინიშნა ექსპერტიზები. 
ბრალდების მხარემ 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულ დ.ც.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლო  აღკვეთი ღონისძიების საკითხზე 2020 წლის 30 აპრილს იმსჯელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა