მასშტაბური თაღლითური საქმიანობა, რომელიც ოჯახების გაკოტრებით სრულდება. მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში სიღარიბესა და უპერსპექტივობას გაურბიან, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას და იქ ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავენ, ხშირად მოტყუებული რჩებიან. ირკვევა, რომ ადამიანებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას ჰპირდებიან, ამ ჯგუფებთან ურთიერთობა კი მძიმე შედეგით მთავრდება. პროკურატურა არ რეაგირებს. არსებობს ეჭვები, რომ თაღლითობას მფარველები ჰყავს. ხალხი ქვეყნიდან წასვლის მიზნით მოგროვებულ ფულს კარგავს. ფორმულამ კონკრეტული ისტორიები თავად დაზარალებულებისგან მოისმინა.