მექსიკაში, მორმონების ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. თავდასხმა მექსიკისა და შეერთებული შტატების საზღვარზე მოხდა. გამოძიების ვარაუდით, ნარკოკარტელის წევრებმა ცეცხლი მოწინააღმდეგე დაჯგუფების ნაცვლად შეცდომით მორმონების ოჯახის ავტომობილებს გაუხსნეს.
შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორი 6 ბავშვია. ერთი მცირეწლოვანი ამ დრომდე დაკარგულია.
მკვლელობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მექსიკა დამოუკიდებლად ნარკოკარტელების პრობლემას ვერ უმკავდება და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შესთავაზა.
ტრამპის შეთავაზებაზე უარი განაცხადა მექსიკის პირველმა პირმა, თუმცა პირობა დადო, რომ დანაშაულს გამოიძიებენ.