logo
ENG



მექსიკაში ნარკოკარტელების დაპირისპირებას 16 ადამიანი ემსხვერპლა

26 ივნ 202008:49
3 წუთის საკითხავი
 

სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა მექსიკაში ნარკო-დაჯგუფებებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას. უბედური შემთხვევა სინალოას კარტელში მოხდა, სადაც მსგავსი შეტაკებები ხშირია.

ნარკო-დაჯგუფებები ერთმანეთს ხშირად ტერიტორიების გადანაწილებისთვის ებრძვიან. კოვიდ 19-ის გამო, 23 მარტიდან მექსიკაში მკაცრი ზომები მოქმედებს, თუმცა მსგავსი ტიპის შეიარაღებული დაპირისპირების სტატისტიკური მაჩვენებელი ქვეყანაში მაინც მაღალია.

მხოლოდ მარტში, მექსიკაში მკვლელობის სამი ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 


close დახურვა