logo
ENG



მექსიკაში შეერთებული შტატების საელჩოს ქვები და ასაფეთქებლები ესროლეს

06 ივნ 202011:29
3 წუთის საკითხავი
 
n23zg8mxfkaijud.jpg

ფერადკანიანთა სოლიდარობის აქციები გრძელდება მსოფლიოშიც. დემონსტრაციებს ევროპის ქვეყნებსა და ავსტრალიაში ათასობით ადამიანი შეუერთდა, მექსიკაში კი მომიტინგეები შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. აქცია არეულობით დასრულდა.

დემონსტრანტებმა დიპლომატიური მისიის შენობას ქვები და ხელნაკეთი ასაფეთქებლები ესროლეს. ნიღბიანი აქტივისტების ნაწილმა დაარბია მაღაზიები და შენობებიც, დაწვეს რამდენიმე მანქანაც. აქციის მონაწილეები გასულ თვეს, პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასაც აპროტესტებდნენ. ხალხის უკმაყოფილების ჩასახშობად მექსიკის ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით სამი სამართალდამცველი დააკავა. 


close დახურვა