logo
ENG



მექსიკაში შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

01 დეკ 201913:48
3 წუთის საკითხავი
 
z9a0jldnnamn8r6.jpg

მსხვერპლი მოჰყვა შეიარაღებულ დაპირისპირებას მექსიკაში. აშშ-ის მოსაზღვრე ქალაქში ნარკოკარტელის წევრები ადმინისტრაციულ შენობას დაესხნენ თავს. ადგილზე მისულმა პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და კრიმინალური დაჯგუფების 10 წევრი მოკლა. ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა 4 პოლიციელიც. არ არის გამორიცხული, მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თანამშრომელი იყო შენობაში შეიარაღებული დაპირისპირების დროს.  

თავდასხმას ვილა-იუნიონში წინ უძღოდა დონალდ ტრამპის განცხადება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მექსიკური ნარკოკარტელების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის ინიციატივა დააყენა. 


close დახურვა