logo
ENG



მზად ვიყავი მანდატზეც უარი მეთქვა, ყველა დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას - შიოლაშვილი

14 ნოე 201912:44
3 წუთის საკითხავი
 
vhb8gel70ygvx3e.png

 

მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ მას არამარტო უმრავლესობის, არამედ მანდატის დატოვების გადაწყვეტილებაც ჰქონდა მიღებული, თუმცა რადგანაც კენჭისყრა თავისუფალია, სიტუაცია შეიცვალა. როგორც შიოლაშვილმა აღნიშნა, გუნდიდან გარიცხვა-არგარიცხვის საკითხი არ განიხილება.

„შეხვედრებს არ ვესწრებოდი, ვერც ზეწოლაზე გეტყვით და ვერც საუბრებზე. შეხვედრა პირადად ჩემთან შედგა, ამას დაგიდასტურებთ. დანარჩენს სულ რამდენიმე წუთში გავიგებთ, რას ფიქრობს პარლამენტარების უმრავლესობა. თუ იქნებოდა ჩემზე ზეწოლა, მზად ვიყავი არა მარტო უმრავლესობა, არამედ მანდატზეც მეთქვა უარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გუნდმა მხარი დაუჭირა თავისუფალ კენჭისყრას, ყველა დეპუტატი მიიღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დადგება საკითხი გუნდიდან გარიცხვაზე. თითოეული დეპუტატი უნდა დაფიქრდეს და შეაფასოს თავისი გადაწყვეტილება, რომელი სისტემაა უკეთესი სტაბილურობისთვის“, - განაცხადა შიოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკანონმდებლო ინიციატივას, კენჭს დღეს უყრის.

 


close დახურვა