მთავარი არხის ჟურნალისტი თათია წოწონავა მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით შსს-ში გამოიკითხა.
წოწონავა ამბობს, რომ სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკში" გამოქვეყნდა მისი ვიდეო, რომელსაც მუქარის შემცველი წარწერა აქვს.
მან საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა.
"ჩემი ჩართვიდან ვიდეოა მოჭრილი, რომელიც ასევე გაზიარებული აქვს ალტ-ინფოს და ამის შემდეგ კონკრეტულ მომხმარებელს მოჭრილი აქვს ეს ვიდეო წარწერით: "ამ ჟურნალისტს შუაზე ავჩეხავდი", ჯერჯერობით ვიდეოს ავტორი იდენტიფიცირებული არ არის", - ამბობს ჟურნალისტი თათია წოწონავა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.