"რუსთავი 2-ის" დამფუძმნებელი დავით დვალი, სასამართლოს მიერ მისიდ ა ჯარჯი აქიმიძის სარჩელის წამროებაში მიღებას ეხმაურება. დვალი აცხადებს, რომ „რუსთავი 2-ის" "რუსთავი 2-ის" ქონება და ანგარიშები თავისუფალია, ამიტომ ვერანაირი ფინანსური პრობლემა მათ ვერ დაბრალდება. მისივე თქმით, სასამართლოს მიერ დაყადაღებულია მხოლოდ ის ნაწილი, რომელზეც მათ აქვთ პრეტენზია.
„მთავარი შინაარსობრივი ბრძოლა იწყება ახლა და ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა ინსტანციას გავივლით. ჩვენ გავიმარჯვებთ თუ მეორე მხარე, აუცილებლად გასაჩივრდება. ქონება და ანგარიშები თავისუფალია, ერთადერთი დაბლოკილია მხოლოდ ის წილი, რომელზეც პრეტენზია გვაქვს, შესაბამისად, "რუსთავი 2-ში" ვერანაირი ფინანსური პრობლემა ჩვენ ვერ დაგვბრალდება,“ - განაცხადა დვალმა.
შეგახსენებთ, რომ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. მოსამართლემ სამაუწყებლო კომპანიის 60%-ს ყადაღა დაადო. ყადაღა ძალაში საქმის საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე დარჩება. „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 17 ოქტომბერს მიმართეს. საქმეში მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება. სარჩელში მოპასუხე მხარედ პაატა კარსანიძეც არის დაფიქსირებული, რომელმაც 2004 წელს „რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტი იყიდა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.