მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობა საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.
მისი თქმით, მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს.
"სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება, სრულად აკონტროლებს დღეს მთავრობა სიტუაციას", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 392 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.