logo
ENG



მთავრობა უნდა მოექცეს იზოლაციაში - თამაზ ახობაძე

17 ნოე 201916:06
3 წუთის საკითხავი
 
jkiozlh7wjz72xm.jpg

პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს სამოქალაქო აქტივისტმა, თამაზ ახობაძემ მიმართა. მისი თქმით, აუცილებელია მმართველმა პარტიამ თავადვე დაიწყოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი, რათა მათთვის იყოს ნაკლებად მტკივნეული.

„ბიძინამ შეიძლება არ იცის, მაგრამ მის გვერდით მყოფმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ დემოკრატია უმრავლესობის დიქტატურა არ არის. შეიძლება ჩვენი რაოდენობა 20 ივნისის პროტესტის შემდეგ თანდათან შემცირდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა გაითვალისწინონ ჩვენი პროტესტი. მაგრამ თუ მათთვის რაოდენობა მნიშვნელოვანია, დღეს დაგვთვალონ. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის გარდაუვალი, ამიტომ ჯობია თქვენვე დაიწყოთ ეს პროცესი, თორემ ჩვენ ღამის კოშმარად გექცევით, ყველგან მოვალთ და შეგახსენებთ, როგორი უპრინციპოები ხართ. აუცილებელია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მოექცეს სრულ იზოლაციაში. მათ მარტო უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და მოხდეს სრული დელეგიტიმაცია მათი გადაწყვეტილებების. ეს სისტემა აქედან ინგრევა და ყველა უნდა მოვიდეს აქ“, - განაცხადა სიტყვით მიმართვისას თამაზ ახობაძემ.

პარლამენტის წინ აქცია დაახლოებით ერთი საათია, რაც დაიწყო. შეკრებილი საზოგადოება აქციაზე „ერთად ერთის წინააღმდეგ" მოითხოვს ვადამდელ პროპორციული წესით არჩევნებს, დროებითი მთავრობის დაკომპლექტებასა და ცესკო-ს რეორგანიზაციას.


close დახურვა