მთავრობა ღვინის კომპანიებს პანდემიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. პრემიერ მინისტრმა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გადაწყდა, რომ შეღავათიანი აგროპროექტის პროგრამა გაფართოვდება და ღვინის ინდუსტრიასაც მოიცავს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პანდემიის გამო მეღვინეობის სექტორში შექმნილი ვითარება და ის ზარალი, რომელიც კომპანიებმა ამ დროის განმავლობაში მიიღეს.
„შემცირებული ტურიზმის პირობებში ღვინის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დარგია. ზოგადად, ბიზნესის დახმარების ყველა კომპონენტი, რომელიც ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჩვენ გვქონდა, ის ეხება ღვინის სექტორსაც. ჩვენ გვაქვს სახეცვლილი აგროკრედიტის პროგრამები, რომლებიც ღვინის სექტორსაც მოიცავს და ეს დიდწილად დაეხმარება ღვინის კომპანიებს, რომ მდგომარეობა გააუმჯობესონ. თუმცა, საქართველოში საკმაოდ დიდი მოსავალია მოსალოდნელი. ამაზე მიდის მუშაობა როგორც დაბინავდეს უპრობლემოდ“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.