საქართველოს მთავრობამ საჯარო სივრცეში 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა, მათ შორის იკრძალება 10 კაციანზე მეტი ქორწილები და ქელეხები. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ #181-ე დადგენილებაშია აღნიშნული.
“იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები),”-წერია დადგენილებაში.