logo
ENG



მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო

18 მარ 202414:10
3 წუთის საკითხავი
clock 320
2024/03/18/uzuzpi90eppa7bl.jpg

მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო. 15 მარტის განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. 

"დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, "საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით პროგრამის - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება" ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 35 000 000.00 ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსურის დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით", - ვკითხულობთ განკარგულებაში. 

დოკუმენტის თანახმად, თანხა 50 საგანმანათლებლო დაწესებულებაზე გადანაწილდება.

 

close დახურვა