logo
ENG



მთავრობაში ჯერჯერობით ვერ ამბობენ, დაიწყება თუ არა სწავლა სექტემბერში

18 აგვ 202120:36
3 წუთის საკითხავი
 

დაიწყება თუ არა სწავლა სექტემბერში ჯერჯერობით უცნობია. ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. მთავრობა ელოდება, გამოიღებს თუ არა 4 სექტემბრამდე დაწესებული შეზღუდვები შედეგს. სწავლის დაწყება დამოკიდებულია იმაზე, დაიკლებს თუ არა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა. სპეციალისტები ამბობენ, რომ განათლების სამინისტრო კოვიდის გამოწვევებს ვერც ამ სასწავლო სეზონზე ხვდება მომზადებული. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ პედაგოგების ვაქცინაციაც მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს. მასწავლებლების აცრას გადამდები ეფექტი ექნება მშობლებზეც.


close დახურვა