მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი რამდენიმე წარწერა მიანათეს: "#FreeSaakashvilili "იმარჯვების, ის ვინც იბრძვის", "თავისუფლება მიშას!".
აღნიშნული პერფორმანსის ორგანიზატორია მოძრაობა თავისუფლება მიშას.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე მე-19 დღეა შიმშილობას. ამ ხნის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა. მას ექიმებით ჯგუფი აკვირდება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილია და მან ციხეი უნდა დატოვოს. სააკაშვილის დაკავებაც კრიტიკა მოჰყვა დასავლეთიდანაც.
ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით წერილიც გავრცელდა, რომელსაც 74 ადამიანი აწერს ხელს, მათ შორის 14 ევროპარლამენტარია.
წერილს ხელს აწერენ ლიეტუვის სეიმის წევრები, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, შვედეთის ყოფილი პრემიერი კარლ ბილდტი და სხვა ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები.
წერილში, რომელიც ფორმულამ 14 ოქტომბერს ექსკლუზიურად მოიპოვა, ნათქვამია, რომ საქართველოში საბოლოოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა.
მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე.