პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე წარადგინა.
გახარიას თქმით, ქემოკლიძეს საკმარისი ცოდნა აქვს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გაუძღვეს.
"კახა ჩვენს გუნდში უკვე წლებია მუშაობს, ის არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას და ემსახურება გუნდს, მას აქვს საკმაოდ დიდი გამოსდილება ქვეყნის მსახურებაში, ბოლო პერიოდში კახა გახლავთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, ის იღებდა ქვეყნის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობას, როგორიცაა, ჟენევის მოლაპარაკებები, IPRM შეხვედრები და მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას", - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნათია მეზვრიშვილმა პოსტი 23 ნოემბერს დატოვა.