მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდი ანალიტიკურ და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობას იწყებს.
სამინისტროების წარმომადგენლები ანალიტიკოსებთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე იმუშავებენ. ამისათვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის საშუალებითაც პრემიერ მინისტრი სპეციალისტებისგან რეკომენდაციებს მიიღებს. გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ ანალიტიკური და კვლევით ორგანიზაციების წევრებთან ერთად ჩატარაბული ვიდეოკონფერენციის დროს მიიღო.