logo
ENG



მთავრობის კანცელარიასთან დედებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

18 დეკ 201915:07
3 წუთის საკითხავი
 
yy50qb4sd9b9lct.jpeg

კიდევ ერთი აქცია ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე - "დღეს მეც ლუკას დედა ვარ", ამ სლოგანით დედებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მომხდარი გააპროტესტეს. ქალბატონებმა საქართველოს დროშას შავი ლენტები შემოახვიეს და აღნიშნეს, რომ მთავარი პრობლემა სისტემაშია, რომელიც უნდა დასრულდეს. 

"მინდა შემოვახვიო ამ ჩვენს დროშას ლენტები და ეს ბოლო და უკანასნელი იყოს. კიდევ ახალგაზრდები და ბავშვები რომ არ დაიღუპონ", - აღნიშნა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ბესიკ თამლიანის დედამ, რუსუდან თამლიანმა. 


close დახურვა