logo
ENG



მთავრობის საბოტაჟი ანაკლიის პროექტს - ხელშეკრულების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა

15 ოქტ 201919:54
3 წუთის საკითხავი
 
emc6ybax7jbsk2g.png

მთავრობის საბოტაჟი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტს - ანაკლიის კონსორციუმი ხელისუფლებისთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებს. საბჭოში აცხადებენ, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, ხუთი ინვესტორი მზად არის, ანაკლიის პორტის მშენებლობა დაასრულოს, თუმცა მთავრობა ინვესტორებს გაუგებარი მიზეზებით ფაქტობრივად ბლოკავს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა კონსორციუმი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა და ვალდებულებების წარდგენამდე 6 საათით ადრე ის წინაპირობები დაასახელა, რომლის შეუსრულებლობაც პროექტის ბედს საბოლოოდ გადაწყვეტს.

ანაკლიის პორტის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ტედ ჯონასმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს როგორც პარტნიორი და არა როგორც მტერი. ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ანაკლიის პორტის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ არავითარი დოკუმენტების წარდგენას აპირებენ. ახვლედიანის თქმით, პოტენციური ინვესტორები   მთავრობისგან  თვენახევრის განმავლობაში წერილს უშედეგოდ ელოდნენ გარანტიების მისაღებად. კონსორციუმში ამბობენ,რომ 6 ინვესტორი იყო მზად , რომ მთავრობის მხრიდან ხელშეწყობის პირობებში ანაკლიის პორტი აეშენებინა. ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა. რა ბედი ელის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, ეს   სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ  გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე ქონდა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენდა, შესაძლოა მთავრობას კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გაეუქმებინა. ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია. 

ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტების ჩაბარებას არ აპირებს.


close დახურვა