Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
შალვა შავგულიძე (ევრ. საქართველო - თავ. დემოკრატები) - 28%
ქართული ოცნების კანდიდატი - 38%
სხვა - 3%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 31%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის მეთოდოლოგია იხილეთ აქ.