logo
ENG



მთაწმინდაზე სახლი დაინგრა

24 დეკ 202001:06
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/24/f2lqs4ia8zo0vjw.png

თბილისში, მთაწმინდაზე, აპოლონ ქუთათელაძის ქუჩაზე რამდენიმესართულიანი სახლი ჩამონგრა. შემთხვევა დღეს, 24 დეკემბერს მოხდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ სახლი მიტოვებული იყო და იქ არავინ ცხოვრობდა. უწყების ცნობითვე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სახლის დანგრევის პროცესს ადგილობრივები ქუჩიდან უყურებდნენ. 


close დახურვა