logo
ENG



მთაწმინდის, ვაკისა და სამგორის ნაწილს წყალი რამდენიმე საათით შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

06 ოქტ 202308:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/06/uqb85rilmi86kz5.jpg

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, დღეს კოსტავას ქ N37/39-თან არსებულ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც 13:00 საათიდან 17:00 საათამდე მთაწმინდის რაიონში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონი: კოსტავას N 31-55 (კენტებს), ლუარსაბ ბოცვაძის, სატივის და მედეა ჯუღელის N 12-36 (ლუწებს), N 5-13 (კენტებს).

ასევე, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია რადიანის ქ. N16-თან არსებულ წყალმომარაგების ქსელზეც ჩაატარებს, რის გამოც დღეს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩას შეეზღუდება:

ვაკის რაიონი: რადიანის, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩებს და არაყიშვილის 2 შესახვევს.

გარდა ამისა, ვაკის რაიონში, თ.ნადარეიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 13:00 საათიდან 7 ოქტომბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: თ.ნადარეიშვილის, კამანის, ი.აბულაძის ქუჩებს.

GWP-ის ცნობით, სამგორის რაიონში, ვ.დავითაშვილის ქუჩა N1-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოები ჩატარდება, ამიტომ დღეს 22:00 საათიდან 7 ოქტომბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: აეროპორტის დასახლებას; აეროპორტს, ფრანგულიანის ქუჩას, ლილოს 1 მ/რ 9,10,11,12 კორპუსებს, კახეთის გზატ. N75-N99-ის ჩათვლით; ქვემო ალექსევკას; ლოლაძის ქუჩას; იუმაშევის ქუჩას; ნახუცრიშვილის ქუჩას; ლეონტი მროველის ქუჩას; ქიზიყის ქუჩას N27- N45-ის ჩათვლით.


close დახურვა