logo
ENG



მთელ ქალაქს ავაჭრელებთ, ამ ცხოვრების დედაც! - საპროტესტო წარწერები ზუგდიდში

18 დეკ 201912:56
3 წუთის საკითხავი
 
7uwladgj88j1kwd.jpg

"ამ ცხოვრების დედაც" - ამ შინაარსის წარწერა ზუგდიდში პოლიციის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა გააკეთეს, რომლებიც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებდნენ.

სამოქალაქო საზოგადოებამ წარწერები ავტომობილის სავალ ნაწილზეც დატოვა, რის გამოც სამარალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა.

„ახალგაზრდები მთელ ქალაქს ავაჭრელებთ ამ წერწერით, რათა მისი გზავნილი გავაგონოთ ყველას. ყველა ერთად უნდა დავდგეთ და შევცვალოთ მოძალადე სისტემა“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

აღნიშნულ საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი, ბავშვის გარდაცვალებიდან, რამდენიმე წუთში დააკავა. იგეგმება თუ არა სხვა პირების დაკავება, გამოძიების ინტერესებიდან გამომძინარე, შესაბამისი სამსახური არ აკონკრეტებს.

 

 


close დახურვა