მთის ამბების რედაქტორის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, რუსული კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას არ აპირებენ და ამას ბოლომდე გაუწევენ წინააღმდეგობას.
"იძულებითი რეგისტრაციის შემდეგ, რომელიც მოგვიწევს ბევრ ორგანიზაციას საჯარო რეესტრის მხრიდან, ჩვენ არ ვაპირებთ, მათ შორის არც საფინანსო დეკლარაციის შედგენასა და წარდგენას. მოკლედ, არ ვაპირებთ რუსული კანონით დადგენილი და გათვალისწინებული არცერთი რუსული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებას. ბოლომდე გავუწევთ ამას წინააღმდეგობას.
არ გვაქვს ის კოლოსალური, უზარმაზარი ჯარიმების გადასახდელი თანხა, ცალსახად, ამიტომაც ხელისუფლება ფიქრობს, რომ ჩვენ გველის დახურვა. ვიდრე დავიხურებით, ვიბრძოლებთ სიცოცხლის ბოლო წუთამდე", - აცხადებს მთივლიშვილი.