logo
ENG



მიგრანტების მოსალოდნელი ზრდის გამო საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე ბარიერი აღმართა

21 აგვ 202111:46
3 წუთის საკითხავი
 
Reuters

ავღანეთიდან მიგრანტების მოსალოდნელი ზრდის გამო საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე 40-კილომეტრიანი ბარიერი აღმართა და მეთვალყურეობის სისტემების მონტაჟი დაიწყო.

"პასიურად ვერ დაველოდებით შესაძლო შედეგს", - განაცხადა მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა და დაამატა, რომ საზღვრები "ურღვევი" იქნება.

საბერძნეთმა საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მიგრანტების "ევროპული საცავი" არ გახდება.

პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა თქვა, რომ იმ ადამიანების რიცხვის მკვეთრი მატება, ვინც ავღანეთს ტოვებს, "ყველასთვის სერიოზულ პრობლემას" შექმნის.

"მიგრაციის ახალი ტალღა გარდაუვალია, თუ ავღანეთსა და ირანში აუცილებელი ზომები არ იქნება გატარებული", - განაცხადა ერდოღანმა.

თალიბანის მიერ ავღანეთის აღების გამო, ათასობით ადამიანი ქვეყნის დატოვებას ცდილობს.

2015 წელს, როცა ახლო აღმოსავლეთიდან მილიონობით ადამიანი სიღარიბესა და ომს გამოექცა, ამან მიგრანტების კრიზისი შექმნა. ათასობით მიგრანტი თურქეთიდან საბერძნეთში გადადიოდა, იქიდან კი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. მაშინ საბერძნეთში 60 ათასამდე მიგრანტი დარჩა.


close დახურვა