logo
ENG



მივესალმოთ ქართული ოცნების დრონებს - ნოდარ რუხაძე

17 ნოე 201917:06
3 წუთის საკითხავი
 
lotxcf2dxadje3n.jpg

მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ პარტია, რომელიც გუგული მაღრაძის იმედზეა დარჩენილი, უკვე დასრულებულია.

მან მომიტინგეებს მოუწოდა, მიესალმონ ქართული ოცნების ტელევიზიის დრონებს, რომლებიც ზემოდან უთვალთვალებენ აქციის მონაწილეებს.

„შეიძლება ვერც ხედავთ, შეიძლება გგონიათ, რომელიმე პლანეტა, მაგრამ ზემოთ არიან და გვიღებენ. მივესალმოთ ქართული ოცნების დრონებს. დღეს ჩვენ ვამთავრებთ ქართულ ოცნებას, მაგრამ რეალურად პარტია, რომელიც გუგული მაღრაძის იმედზეა დარჩენილი, უკვე დამთავრებულია. ბიძინა ივანიშვილმა, მისი უსახური მონებისა და ცხვრების პირით წაგვართვა პროპორციული არჩევნები. მან გამოაცხადა რუსული ოცნების თვითლიკვიდაცია, და დღეს ჩვენ ვაფორმებთ ამ პროცესს, მე და თქვენ, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები. როცა გავრილოვისთვის ვიყიდე კვერცხები, ვერ წარმომედგინა, რომ ეს რუსულ ოცნებასთან ომში გადაიზრდებოდა. ოცი ივნისის ღამეს დააკავეს პატრიოტები, რომლებმაც გააპროტესტეს ჩვენი ხელისუფლების მტერთან კოლაბორაცია. ეს მაისური, რომელიც მაცვია და აწერია საქართველო, გამომიგზავნა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა პატიმარმა, ბესიკ თამლიანმა. ის 20 ივნისის ღამეს აქ იდგა და შიშველი ხელთ ებრძოდა სისტემას. მხურვალე ტაშით გავაგონოთ მათ, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ. დედამისი დღეს აქ დგას და ჩვენთან ერთად ითხოვს ყველა უკანონო პოლიტპატიმრის გათავისუფლებას", - განაცხადა რუხაძემ.

 


close დახურვა