logo
ENG



მიიღებთ ბოქლომების ომს - გოცირიძემ სხდომათა დარბაზის კარს კოდიანი ბოქლომი დაადო

19 ნოე 201914:42
3 წუთის საკითხავი
 
dbtqusytgd2pbnv.jpeg

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წევრმა რომან გოცირიძემ სხდომათა დარბაზის კარს კოდიანი ბოქლომი დაადო. მისი თქმით, ბოქლომის კოდია 555.  გოცირიძე აცხადებს, რომ რადგან მთავრობამ პიკეტირების დროს დადებული ბოქლომები ახსნა, ახლა ბოქლომების ომს მიიღებს. 

"ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული და აქ სხდომები არ გაიმართება. "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს უცხადებს სხდომებს. გინდოდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ. ამ პარლამენტში ეს მაჟორიტარი ცხვრები ვერ შევლენ. ვინც პროპორციულ არჩევნებში გაიმარჯვებს, ბოქლომსაც ის გახსნის", - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხელისუფლებამ ოპოზიციის აქცია დაშალა. აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ პიკეტირებული, კარებზე კი სიმბოლური ბოქლომები იყო დადებული. სამართალდამცავებმა, ბოქლომები, აქციის დაშლის პარალელურად მოხსნეს. 


close დახურვა