მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ - გიორგი კეკელიძე ასე გრიგორი კარასინს პასუხობს.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თქმით, ბიბლიოთეკაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის თხოვნით რუსეთიდან წარმომადგენლები ორჯერ ესტუმრნენ და ორჯერვე უარით გაისტუმრა.
აქვე გეტყვით, რომ რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.