logo
ENG



მიკოლაევსა და ხმელნიცკში სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა - არიან დაშავებულები

31 დეკ 202222:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/31/tquwic4cu38db8t.png

მიკოლაევში რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, ხმელნიცკში კი - 8. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენკევიჩი ამბობს, რომ თავდასხმის დროს 2 საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურდა, ხოლო 13 დაზიანდა. ასევე დაზიანდა 3 სასწავლო დაწესებულების შენობა. იერიშის დროს კოოპერატივის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი.

რაც შეეხება ხმელნიცკს, ხელისუფლების ცნობით, იერიშის დროს რაკეტა სამხედრო ობიექტს მოხვდა. დაზიანდა ტექნიკა. ასევე დაზიანდა ატომურო ელექტრო სადგური და 13 საცხოვრებელი სახლი.


close დახურვა