logo
ENG



მიკოლაევში რუსულ კასეტურ ბომბებს 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 15 დაშავდა

15 აპრ 202223:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/15/6iisxyca0tc06xj.jpg

ქალაქ მიკოლაევში რუსული ძალების დატოვებულ კასეტურ ბომბებს 5 მოქალაქე ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. ინფორმაციას მიკოლაევის მერი ვიტალი კიმი ტელეგრამით ავრცელებს.

მისი თქმით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთმა ხელში კასეტური ბომბი აიღო და მისი აფეთქების შედეგად დაიღუპა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არ შეეხოთ უცნაურ საგნებს. ეს შესაძლოა სასიკვდილო იყოს“ - განაცხადა კიმმა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ უკრაინაში მანამდეც განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია უკრაინის დასახლებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ.

კონფლიქტისას ამ ტიპის ბომბების გამოყენებას ადასტურებს არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-იც.


close დახურვა