logo
ENG



მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა

20 ნოე 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

წერეთლის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.

"ღონისძიება წარმატებით დასრულდა. ყველა მძევალი გათავისუფლებულია, შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია", - განაცხადა სირაძემ.

ცნობისთვის, თბილისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მან 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა ჯერ 2 ადამიანი გაათავისუფლა და შემდეგ კიდევ 4. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმყოფებოდა სპეცრაზმიც.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

 


close დახურვა