logo
ENG



მილანიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრს კორონავირუსი არ დაუდგინდა

25 თებ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

მილანი ქუთაისის რეისით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, ლუგარის კვლევით ცენტრიდან მიღებული პასუხის თანახმად, 20 წლის გოგონას H1N1 დაუდგინდა. ახალგაზრდა კლინიკის ბოქსირებულ პალატაში გუშინ მოათავსეს.

„შემოყვანილი იქნა ეზოდან, ცალკე შემოსასვლელით იმყოფება იზოლირებული პალატაში და მას რაიმე გარემოსთან კონტაქტი არ აქვს. ადგილზე უკეთდება რენტგენიც. გარდა იმისა რომ 37.2 აქვს ტემპერატურა და იტალიიდან ჩამოვიდა მეტი მნიშვნელოვანი არაფერი არ არის“,-განაცხადა თემურ ნადირაძემ.

 

 


close დახურვა