ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილანიდან მორიგი რეისი შესრულდა.
მგზავრებმა აეროპორტში კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
მოქალაქეებს ტემპერატურა გაუზომეს და მათი მონაცემები ჩაიწერეს. სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის ექიმის თქმით, ტემპერატურა არცერთ მგზავრს დაუფიქსირდა და კლინიკაშიც არავინ გადაუყვანიათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყნის მასშტაბით 9 ინფიცირებული პაციენტია.