logo
ENG



მილანის მოდის კვირეული გუჩის სახლის ჩვენებით გაიხსნა

20 თებ 202011:56
3 წუთის საკითხავი
 
ez5iy81twmlegps.jpg

მილანის მოდის კვირეული გუჩის სახლის ჩვენებით გაიხსნა. ალესანდრო მიკელე-მ დეფილესთვის მოდის სახლის შენობა აირჩია. სტუმრები სათადარიგო შესასვლელიდან შეიყვანა და ჩვენების მომზადების პროცესი აჩვენა. სპეციალურ სცენაზე მოდელებთან და დიზაინერებთან ერთად, კოლექციაზე მომუშავე სტილისტები და მაკიაჟის სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ.

შედეგად მაყურებელს კულისებს მიღმა მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება შეეძლო. გუჩის 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში ვიქტორიანული კაბები და სამოცდაათიანი წლების კოსტიუმები დომინირებენ.


close დახურვა