მილანის მოდის კვირეულმა სალვატორე ფერაგამოს მოდის სახლის ჩვენებას უმასპინძლა. 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სახლის დიზაინერმა პოლ ენდრიუსმა უჩვენა.
კოლექციაში ტყავის კაბები, საწვიმრები და კომბინეზონები დომინირებენ. წლის ფერებად კი დიზაინერმა შავი, ნაცრისფერი და ყავისფერი შეარჩია.