logo
ENG



მილანში საშობაო ტრადიცია დააირღვა

07 დეკ 201917:22
3 წუთის საკითხავი
 
6rtmahdgoj0mnu1.jpg

მილანში საშობაო ტრადიცია დაარღვიეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე გაანათეს, თუმცა წელს ის ლითონის გიგანტურმა კონსტრუქციამ ჩაანაცვლა, რომელიც მხოლოდ ეკომეგობრული ნათურებით მორთეს.

37 მეტრის სიმაღლის ნაგებობა დიზაინერებმა 80 ათასზე მეტი ნათურით გააფორმეს, რომლებიც განახლებადი წყაროების ენერგიას მოიხმარს და გარემოს ზიანს არ აყენებს. ცერემონიას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. უჩვეულო ნაძვის ხე დუომოს მოედანზე 6 იანვრამდე დარჩება. 


close დახურვა