ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გამო და ეს არაერთხელ ვუთხარით საქართველოს მთავრობას როგორც საჯაროდ, ასევე პირად საუბრებში. მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება, რათა დაცული იყოს მისი უფლებები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეზე დიდი ყურადღებით დაკვირვებას.