logo
ENG



მილიონ 100 ათასი ლარი არის დახარჯული ვითომ რაღაცის გაკეთებაში - ვაშაძე

22 ივნ 202014:52
3 წუთის საკითხავი
 
ztpmvr2khibq2iz.png

ქუთაისში უხარისხოდ შესრულებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ გრიგოლ ვაშაძემ, განცხადება გაავრცელა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ბარათაშვილის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დასრულდა, რაზეც მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ადგილზე გაყვანილობის გაკეთება დაავიწყდათ, ხოლო სანიაღვრე არხები გაუმართავი აღმოჩნდა, რის გამოც ქუჩა ხელახლა გადათხარეს

"მილიონ 100 ათასი ლარი არის დახარჯული ვითომ რაღაცის გაკეთებაში. შემდეგ მოვიდნენ, თხლად დაგებული ასფალტი აყარეს და ახლა აკეთებენ სანიაღვრეებს. 12 მილიარდიანი ბიუჯეტი, რომელსაც წურბელებივით აზის ოლიგარქის გარემოცვა, ქვეყანა დიდხანს ვერ გაუძლებს", - აღნიშნა ვაშაძემ. 


close დახურვა