ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები სახელმწიფო ტენდერებსა და შესყიდვებში. მილიონზე მეტი ლარი, - სკვერებისა და ცენტრალური ქუჩების განათება ქობულეთის მუნიციპალიტეტმა კომპანია ზომას მიანდო. ძირითადად პირდაპირი შესყიდვის წესით. საერთაშორისო გამჭვირვალობა სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართავს, შეისწავლოს „ზომასთან” გაფორმებული გამარტივებული ხელშეკრულებები და ის მუნიციპალური კონტრაქტები, რომელიც კომპანიამ კონკურენციის არარსებობის პირობებში მიიღო.