logo
ENG



მილიონობით ჯარიმა აფთიაქებს - კომპანიები სარჩელს ამზადებენ

29 დეკ 202320:20
3 წუთის საკითხავი
 

ჯარიმა 53 მილიონი ლარი. 4 ფარმაცევტული კომპანია კონკურენციის სააგენტომ შეთანხმებულ ფასებში ამხილა. ლაპარაკია ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე. მძიმეა ჯანდაცვის მინისტრის ბრალდება - აზარაშვილის მტკიცებით, ფარმაცევტული კომპანიები სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერაგულ მეთოდებს იყენებდნენ. ოთხივე დაჯარიმებული ფარმაცევტული ქსელი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს და ყველა ბრალდებას უარყოფს. 


close დახურვა