logo
ENG



მინდიაშვილი პატრიარქის განცხადებაზე: ფაქტობრივად, შეტევაა სახელმწიფოებრიობაზე

01 აპრ 202022:34
3 წუთის საკითხავი
 
i9pvtkwd5awvth0.jpg

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საქართველოს პატრიარქის მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ პირობებში ხელისუფლება საგანგებო რეჟიმს ვერ დაიცავს.

მინდიაშვილის თქმით, ეს შეტევაა სახელმწიფოებრიობაზე.

„საპატრიარქო, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი განცხადების მიხედვით, არც საჯარო მსახურებას ხურავს, არც ზიარების წესს ცვლის. თუნდა დისტანცია და ეზოში შეკრების მითითება თვითონვე რომ დაარღვიონ, ვინაა გამკონტროლებელი, ვინ აგებინებს პასუხს? არავინ. მთავრობას არ აქვს არანაირი შანსი დაიცვას საგანგებო რეჟიმი და კომენდანტის საათი საპატრიარქოს სივრცეში. ეს არამარტო თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე თავდასხმის მცდელობაა, არამედ სახელმწიფოს დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ცნობიერი თუ გაუცნობიერებალი ნაბიჯია, ფაქტობრივად შეტევაა სახელმწიფოებრიობაზე“, - წერს მინდიაშვილი.

პატრიარქი განცხადებას ავრცელებს და მრევლს მიმართავს. პატრიარქის მიმართვაში ნათქვამია, რომ ეკლესიის კარი ღია იქნება ყველასთვის, ვინც იქ მისვლას მოისურვებს.


close დახურვა