"ვიღაცამ დღეს ავტოგოლი გაიტანა" - დაწერა დღის ბოლოს გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელებში. ამას წინ უძღოდა კალაძის შეტევა გერმანელ მაღალჩინოსანზე, რომელმაც ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალის დაწყებამდე თქვა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, მაგრამ ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას.