logo
ENG



მინისტრები პუტინს ურჩევენ, თალიბანი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღოს

27 მაი 202417:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/27/nqyfabiu5g4a8ya.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ურჩევენ ტერორისტული დაჯგუფება თალიბანი აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოიღონ. შესაბამისი განცხადება საგარეო უწყების წარმომადგენელმა ზამირ კაბულოვმა.

კაბულოვის თქმით, საკითხი სხვა უწყებებთანაც იყო შეთანხმებული.

"ეს [თალიბანის აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოღება] აუცილებელია. ყველა მოსაზრება გავაცანით რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას. ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას", - აღნიშნა კაბულოვმა.

რუსეთმა თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციად 2003 წლის მარტში გამოაცხადა - ეს მოხდა ორი წლის შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ავღანეთში ძალაუფლება დაკარგა. 2021 წელს, თალიბებმა ავღანეთზე კონტროლი დაიბრუნეს მას შემდეგ, რაც ამერიკამ ქვეყნიდან ჯარი გაიყვანა. მას შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა უარი თქვა ამ ორგანიზაციის ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობად აღიარებაზე.

თუმცა, ბოლო წლებში რუსეთმა და თალიბანმა დაიწყეს მჭიდრო კავშირების დამყარება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად დაასახელა.

რუსეთში თალიბანის დასახელების მიუხედავად, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, აგრძელებდა ისლამისტური დაჯგუფების წევრებთან კონტაქტს. გარდა ამისა, თალიბანის დელეგაცია მე-15 რუსეთ-ისლამური სამყარო: ყაზანის ფორუმს. ჯგუფი ასევე მიწვეული იყო პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად 5-8 ივნისს.


close დახურვა