მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უკვე პარლამენტშია წარდგენილი დასამტკიცებლად. სიაში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი იცვლება - თეა წულუკიანს მისივე ყოფილი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანძე ჩაანაცვლებს. იგი იუსტიციის მინისტრის უცვლელი მოადგილეა 2013 წლიდან.
დანარჩენი სამინისტროებისთვის, პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინეს მოქმედი მინისტრები:
1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
4. თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
5. იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
8. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
9. ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
10. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.
გარდა ამისა, ცვლილებებია მოსალოდნელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. დღეს, 18 დეკემბერს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "დიდი ალბათობით", ამ უწყებას კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოფა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, მე-10 მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გარდა წარუდგინა სამთავრობო პროგრამა - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".