ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხა.
მინისტრთა კომიტეტმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დღეს დაუჭირა.
რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის ინიციატივა გუშინ საპარლამენტო ასამბლეამ დააყენა.
გარიცხვის გადაწყვეტილების სასარგებლოდ ხმა 219-დან 216-მა დელეგატმა მისცა.
რუსეთის გარიცხვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტმა დღეს მიიღო.
2022 წლის 25 თებერვალს ევროპის საბჭომ უკრაინაში სამხედრო შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციას წარმომდგენლობითი უფლებები წევრობიდან გაურიცხავად შეუჩერა.
15 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ ისინი ევროსაბჭოს თავად, თავისი ნებით დატოვებენ.