"ეკლესიის ამოცანაა ჩვენს სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ რომ ჯანდაცვის სექტორის ამოცანა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა",-ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაზე სინოდის გადაწყვეტილებას ზიარების წესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ვირუსი სწორედ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აფეთქდა, ამიტომ ამ ნაწილის გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
"აქ აუცილებლად უნდა ვიყოთ თანხვედრაში და სწორად გავიაზროთ ის საფრთხე, რაც დღეს მსოფლიოშია. ასევე აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს რომელ ქვეყანაში რატომ მოხდა ვირუსის აფეთქება. ხშირ შემთხვევაში ეს მოხდა სწორედ მასობრივი თავშეყრის ადგილებში და ესეც გახდა იმ რეკომენდაციის მიზეზი, როცა ვთქვით 10 ადამიანზე მეტი არ შეიძლება ერთად იყოს. დარწმუნებული ვარ ჩვენი ეკლესიისთვის ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქეების როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა და მიიღებენ ჩვენს რეკომენდაციებს. მზად ვართ ინტენსიური ურთიერთობისთვის. მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა მათ კითხვას და ასევე ჩვენი რეკომენდაციების მოვიყვანოთ შესაბამისობაში ისე, რომ არავის უფლება არ იქნეს დარღვეული",-აღნიშნა ტიკარაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქარველოს საპატრიარქოსი წმმინდა სინოდი სხდომა გაიმართა. განხილვის მთავარი თემა კორონავირუსი იყო, თუმცა საპატრიარქომ ზიარების წესი არ შეცვალა.